top of page

მიქე

ქართული ტრადიციული რეწვის სახლი "მიქე" არის საოჯახო საქმიანობა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ოჯახის უფროსმა თენგიზ მიქენაიამ. მასთან ერთად წარმატებით საქმიანობს მისი შვილი სანდრო. საწარმო წარმატებით მუშაობს როგორც ხის და რკინის დეკორატიულ დამუშავებაზე ასევე ტიხრული მინანქრის და ოქრომჭედლობის მიმართულებით.

b8107993-92df-4817-b520-5449c8773cd0_edited.jpg

ჩვენი ისტორია

სახელოსნოში შექმნილი ნივთიების ყველა დეტალში იგრძნობა ქართული ტრადიცია. “მიქეს” ნამუშევრები თავს იწონებენ როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. მიქენაიების საცხოვრებელი არის პირველი სახლი სადაც განთავსდა ქართული ტრადიციული რეწვის სახელოსნო და ოჯახურ გარემოში შესაძლებელია სტუმრების მიღება გამასპინძლება. სახლში არის ორი სამუშაო სივრცე და ასევე არის საგამოფენო ოთახი. ეზოში ქართული ტრადიციების სრული დაცვით მოწყობილია მოსასვენებელი და წასახემსებელი სივრცე.

სახელოსნოს სტუმრებს შეუძლიათ აქვე დააგემოვნონ დიასახლისის მიერ მომზადებული უგემრიელესი ქართული კერძები. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ხის და რკინის დამუშაცების პროცესში, დაესწრონ ოქრომჭედლობის და ტიხრული მინანქრის მასტერკლასს, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ტიხრული მინანქრის 3 დღიანი კურსით და შექმნან საკუთარი ნამუშევარი. სახელოსნო თავისი ინდივიდუალიზმით საინტერესო გარემოს ჰქმნის ქალაქის სტუმრებისთვის.

მიქე

+995 597 32 37 17

  • Facebook

გალერეა

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში

ეს ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკაშირის შეხედულებებს.

bottom of page