რა ვაჩუქო
ეს ამბავი 2017 წელს დაიწყო, როდესაც ერთ დღეს საკუთარი ბიზნესის დაწყება გადავწყვიტე, პირველი გადადგმული ნაბიჯი სწორედ ეს იყო და სურვილი დამოუკიდებლობის, იმის განცობიერებით რომ საკუთარი საქმე ყოველთვის გულისხმობს რისკს, თუმცა არა ყოველთვის – წარმატებას.

ჩვენი ისტორია
,,რა ვაჩუქო" საჩუქრებისა და ხელნაკეთი ნივთების ონლაინ მაღაზიაა, ჩვენ უკვე მეექვსე წელია მუდმივად ვცდილობთ საინტერესო და პეროსნალური საჩუქრები შევთვაზოთ მომხმარებლებს, როგორც ქვეყნის მაშტაბით, ასევე საზღვარგარეთ.
ჩვენთან ყიდვის გადაწყვეტილების მიღებამდე, მზად ვართ, გავეცნოთ თქვენს საჭიროებებს, სურვილებს, გაგიწიოთ კონსულტაცია და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია შევასრულოთ კონკრეტული დაკვეთა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობით, ორივე მხარე, მივიღებთ იმას, რისი მოლოდინებიც თავიდანვე გვქონდა!
საქმიანობის დაწყებიდან მალევე გადავწყვიტეთ საჩუქრები და აქსესუარები მომხმარებელისთვის ონლაინ მაღაზიის საშუალებით
ravachuqo.ge შეგვეთვაზებინა, ამ ყველაფერმა გაამარტივა ურთიერთობის პროცესი, ნამუშევრების დათვალიერება, არჩევა/ძიება უფრო მარტივი გახდა და ანგარიშსწორების პროცესიც გამარტივდა, ამასთნავე მონიტორინგს უწევ ყველა პროცესს და sms შეტყობინებბსაც იღებ თუ რა ეტაპზეა შენი გზავნილი, ხარ მეტად დაცული და საჩუქრის მოლოდინშიც დრო მალე გადის :-)
ჩვენი მიზანია ადამიანებს ერთ სივრცეში შეეძლოთ მარტივად მოიძიონ მათთვის სასურველი საჩუქრები, შესაბამისად მოთხოვნა საკმაოდ მრავალფეროვანია და ამიტომაც მეწარმეებსაც მივეცით შესაძლებლობა საქართველოში წარმოებული ,,ქართული პროდუქტი” წარედგინათ ფართე აუდიტორიის წინაშე, რათა ადამიანებს დიდი და მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ, რაც მთავარია ხელმისაწვდომი იყოს ქვეყნის მაშტაბით. ამით მწარმოებლებსაც უმარტივდებათ მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესი. ეს არის იდეალური ონლაინ სივრცე ბიზნესის განვითარებისა და გაყიდვების გაზრდისთვის.
ყოველთვის მოწადინებული ვართ ყველა რეალური სურვილი და მოთხოვნა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. Მუდმივად ვცდილობთ დავამყაროთ ღირებული ურთიერთობა ჩვენს აუდიტორიასთან და გავაუმჯობესოთ არსებული შედეგები.
როდესაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი სხვადასხვა ნივთი, საჭიროებებიდან გამომდინარე არჩევანის გაკეთება უფრო მარტივია, ამიტომაც ეს პლატფორმა არის კომფორტული, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მეწარმისთვის შეკვეთის მარტივად მიღებისა და რეალიზაციის კუთხით.
იმისთვის რომ მეტად გაგვემარტივებინა ძების პროცესი, ვებგევრდთნ ერთად შეიქმნა facebook ჯგუფიც, რა ვაჩუქო - იდეები ორიგინალური საჩუქრისთვის, სადაც ამ ეტაპზე 50 000 მდე საჩუქრის აქტიური მაძიებელია, სასიხარულოა რომ ეს რიცხვი ყოველდღე იზრდება, ჯგუფის წევრები ერთმანეთ ზუარებენ იდეებს და მეწარმეებსაც აქვთ შესაძლებლობა წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშერები, ამ მხრივ ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა ჯგუსფის შექმნა.