top of page

ფენიქსი

შპს „მიშველია“ დაარსდა 2022 წლის 21 თებერვალს და ამავე წელს შეიქმნა ბრენდი „ფენიქსი“

 

ბრენდი აწარმოებს ალკოჰოლურ სასმელებს. ამ ეტაპზე წარმოდგენილია 4 სახეობის არაყი: ჭაჭა; ფეიხოას არაყი; შერეული ხილის არაყი და მაგარი სასმელი (ყურძნის ღვინისგან გამოხდილი); 

319888513_1337059150390173_189738767690515856_n.jpg

ჩვენი ისტორია

თითოეული პროდუქტი მზადდება მაღალი ხარისხის ნედლეულისგან, არის ნატურალური, არ შეიცავს დანამატებს. გამოირჩევა ხილისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური გემოთი, რაც  ხდის  მას ორიგინალურსა და კლასიკურს. 

„ფენიქსის“ პროდუქცია იდეალურია მყუდრო, მეგობრული ატმოსფეროს შესაქმნელად ნებისმიერი სახის დღესასწაულზე.

 

 ჭაჭა 

სიმაგრე: 43% ალკ.

მოცულობა: 0.5 მლ.

ფერი:  გამჭვირვალე

წარმოშობა: საქართველო

რეგიონი: სამეგრელო

კლიმატი: ზომიერი კონტინენტალური

მწარმოებელი: შპს „მიშველია“

 

ჭაჭა - ავლენს ელეგანტურ, მსუბუქ არომატს, ყურძნის  ნოტების უპირატესობით. აქვს ხალასი გემო, კრიალა შუალედური დასასრულით. გამოირჩევა საშუალოსხეულიანი სტრუქტურით. განსაკუთრებული გემო მას გასტრონომიულადაც საინტერესოს ხდის. რეკომენდირებულია მირთმევა როგორც ცხელ, ასევე ცივ კერძებთან.

 

ფეიხოას არაყი 

სიმაგრე: 42% ალკ.

მოცულობა: 0.5 მლ.

ფერი:  გამჭვირვალე

წარმოშობა: საქართველო

რეგიონი: სამეგრელო

კლიმატი: ზომიერი კონტინენტალური

მწარმოებელი: შპს „მიშველია“

 

ფეიხოა - აქვს დახვეწილი, დაბალანსებული არომატი.

გემო - დელიკატური და ჰარმონიული, ძალიან რბილი და სრულსხეულიანია. 

არომატისა და გემოს იდეალური ბალანსი ძალზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებელზე. აქვს სრული, ნატიფი და სასიამოვნო გემო. რბილი, ხავერდოვანი ფინიში დიდხანს გრძელდება. უნიკალურია კოქტეილებისთვის.


 

შერეული ხილის არაყი 

სიმაგრე: 42% ალკ.

მოცულობა: 0.5 მლ.

ფერი:  გამჭვირვალე

წარმოშობა: საქართველო

რეგიონი: სამეგრელო

კლიმატი: ზომიერი კონტინენტალური

მწარმოებელი: შპს „მიშველია“

 

შერეული ხილის არაყი - საინტერესო, უჩვეულო გემო, გამოირჩევა რბილი, და მდიდარი არომატით. ჰარმონიული  გემო ხდის  მას კლასიკურს. შესანიშნავად ერწყმის ცხელ და ცივ კერძებს. 

მაგარი სასმელი

სიმაგრე: 43% ალკ.

მოცულობა: 0.5 მლ.

ფერი:  გამჭვირვალე

წარმოშობა: საქართველო

რეგიონი: სამეგრელო

კლიმატი: ზომიერი კონტინენტალური

მწარმოებელი: შპს „მიშველია“

 

მაგარი სასმელი - აქვს  თეთრი ყვავილებისა და ხილის არომატი. 

ავლენს ელეგანტურ, მსუბუქ არომატს, ყურძნის  ნოტების უპირატესობით. გემო - გლუვი და რბილი, ხანგრძლივი დაგემოვნებით. იდეალური ვარიანტია მუხის კასრისთვის, მისგან საუცხოო ბრენდი დადგება, რადგანაც გამოირჩევა ღრმა სტრუქტურითა და დაძველების შესანიშნავი პოტენციალით.

ფენიქსი

+995 591 44 75 16

+995 555 50 40 88

  • Facebook

გალერეა

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში

ეს ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკაშირის შეხედულებებს.

bottom of page