top of page
ლევან გაბეჩავა (2).JPG

ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის (მანცხვარკარის) ეკლესია

ისტორიულ ქრონიკებში ტაძარი პირველად XIV საუკუნის II ნახევარში მოიხსენიება, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი, მისი არსებობის დასაწყისად X საუკუნეს მიიჩნევს.

კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია, რომელსაც ერში სიყვარულით „მანცხვარკარიშ“ ეკლესიას უწოდებენ, მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ დიდ ბორცვზე.


ისტორიულ ქრონიკებში ტაძარი პირველად XIV საუკუნის II ნახევარში მოიხსენიება, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი, მისი არსებობის დასაწყისად X საუკუნეს მიიჩნევს.


ტაძრის თავდაპირველი არქიტექტურული იერსახე იყო სიმეტრიული ჯვარ-გუმბათოვანი ფორმის ბაზილიკა, აშენებულია თლილი კირქვით. საკურთხეველი გარეთ გამოდის და აქვს სამი ფანჯარა. გუმბათი წარმოდგენილია რვა ფანჯრით. დასავლეთის
მხარეს მიშენებულია ეგვტერი. სამი სარკმელი გაჭრილია აბსიდაში, ხოლო თითო ნახევარწრიული სარკმლები ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე.


1874 წ. რუსეთის ეგზარქოსობისას ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია და ძირითად ნაგებობას მიუშენეს სამრეკლო და სტოა.


ტაძრის მშენებლობას ექვთიმე თაყაიშვილი XIII-XIV საუკუნეებით ათარიღებს და არის მოსაზრება, რომ იგი ადრე წმ. გიორგის სახელობის ყოფილა.


ღვთისმსახურება აღდგა 1987 წელს და ტაძრის დღესასწაული კვირაცხოვლობის დღეს აღინიშნება.

გალერეა

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში

ეს ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკაშირის შეხედულებებს.

bottom of page